რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 15 იანვარი 2025, 20:22

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდა 25 უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი. მათ შორის არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველები, ასევე კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციაში მონაწილე სამხედროები. გათავისუფლებულებს შორის არიან მძიმედ დაჭრილები და დაავადებულები.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავისი მოქალაქეების დაბრუნება არის ის, რაზეც უკრაინა მუდმივად მუშაობს.

„და ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე ყველა ჩვენიანს არ დავაბრუნებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გუნდს, რომელიც მუშაობს ტყვეოდან უკრაინელების გათავისუფლებაზე, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შუამავლობისთვის.

სამხედრო ტყვეების დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების ცნობით, უკრაინის ტყვეობიდან 25 რუსი სამხედრო გათავისუფლდა. ისინი ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით შედგა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი: უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ დათმობაზე წასვლა
დავით ქართველიშვილი: შეცდომებს თუკი აღარ დავუშვებთ, გაისად პატრიარქის ანგელოზის დღეს (2 აგვისტოს) სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩავატარებთ
ანიტა ჰიპერი - შემაშფოთებელია ინფორმაცია გახარიაზე თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მონაწილეობის შეახებ, ძალადობისა და დაუსჯელობას ადგილი არ არის არცერთ დემოკრატიაში
პრემიერი: ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა
ირაკლი კობახიძე: ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი, სხვაობა ჩვენს შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის დაახლოებით ხუთმაგია
არქივი