მამუკა მდინარაძე - გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 15 იანვარი 2025, 18:54

ჩამოვყალიბდეთ ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში, „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, გიორგი გახარიამ პირველმა განახორციელა ფიზიკური თავდასხმა პოლიტიკური თანამდებობის პირზე, რაც „უმძიმესი მუხლია“.

მისივე თქმით, გამოძიების საკითხია ამ ყველაფერს ჰქონდა თუ არა პოლიტიკური სარჩული.

„გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს. ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა. თუ ასე იყო, უმძიმესი მუხლია, თუ არ ვცდები 325-ე და ამ მუხლის ჩადენის მცდელობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. დიტო სამხარაძე თავად გასცემს გამოძიებას პასუხს. საპასუხო რეაქცია იყო თუ არა, - ხო აბა რა, იყო, მაგრამ ამას ფორმალური საკითხების გარკვევა სჭირდება. შენ ნუ ესხმი თავიდან თავს, თორემ პასუხს ყველა მიიღებს ეს ბუნებრივი ამბავია, მათ შორის, თავდაცვის მიზნითაც. თავს ხომ არ გაალახვინებ?! ვიღაც თავს გესხმის, თავი უნდა დაიცვა ხომ?! ჭიქას რომ ჩაგარტყამენ სახეში, უნდა გაჩერდე და რას კადრულობ ბატონო უნდა უთხრა?! თავს დაგესხმებიან და პასუხი უნდა გასცე. თავდასხმაც უნდა გავარჩიოთ და პასუხის გაცემაც უნდა გავარჩიოთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, "თავს დამესხნენ და წამებულის როლში გამოსვლა ადვილია".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი: უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ დათმობაზე წასვლა
დავით ქართველიშვილი: შეცდომებს თუკი აღარ დავუშვებთ, გაისად პატრიარქის ანგელოზის დღეს (2 აგვისტოს) სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩავატარებთ
ანიტა ჰიპერი - შემაშფოთებელია ინფორმაცია გახარიაზე თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მონაწილეობის შეახებ, ძალადობისა და დაუსჯელობას ადგილი არ არის არცერთ დემოკრატიაში
პრემიერი: ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა
ირაკლი კობახიძე: ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი, სხვაობა ჩვენს შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის დაახლოებით ხუთმაგია
არქივი