11
15 იანვარი 2025, 17:42
ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, შესაძლოა, ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე გახდეს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 20 იანვარს პოლიტიკურად დაძაბულ და პოტენციურად ძალადობრივ გარემოს ელიან. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ექსტრემისტებისგან ინციდენტებს არ გამორიცხავენ.
ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიისთვის ვაშინგტონში, ჯამში 25 000-მდე სამართალდამცველი და სამხედრო პერსონალი იქნება მობილიზებული.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |