გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეზე ზეწოლა იყო არჩევნების დროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 15 იანვარი 2025, 17:27
ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეზე ზეწოლა იყო არჩევნების დროს, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის შუალედურ ინფორმაციაზე საუბრისას.

„არჩევნებთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები მაშინ, როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს, მერე ორი კაცი დარჩა და თქვეს, მოდი, ახლა დავიშალოთო. რატომ? იმიტომ, რომ ვერ წარმოადგინეს ვერ ერთი მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეზე ზეწოლა იყო არჩევნების დროს. ასეულობით ლიდერი ჰყავს, თუ ათასობით არა, „ენჯეო“-სექტორს და პოლიტიკურ პარტიებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და ათიათასობით წარმომადგენელი ჰყავდა საარჩევნო უბნებში. საღამოს შამპანურებიც გახსნეს მოგებასთან დაკავშირებით. თუ გაყალბდა [არჩევნები], ხომ უნდა სცოდნოდა ყველას და ეგრძნოთ თავის თავზე. იქიდან გამომდინარე, რომ ნახეს, რომ წააგეს, მერე შემოატრიალეს და თქვეს, რომ რაღაც გაყალბდა. ვერ დაამტკიცეს იმიტომ, რომ არ იყო ამის მტკიცებულებები. აქედან გამომდინარეობს, რომ ეუთო/ოდირმაც ობიექტურად დაწერა დასკვნა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საია-ს ხელმძღვანელი ითხოვს, რომ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს
კახა კალაძე - გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი, საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს
მამუკა მდინარაძე - გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია
ლევან მაჭავარიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ბევრი ინფორმაცია ჩვენგან მიიღეს, აქციების დროს დაშავებული პოლიციელების რაოდენობაც არ იცოდნენ
Politico: ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, შესაძლოა, ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე გახდეს
არქივი