სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარია-ს. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტატები დაესხნენ, - წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„აქვე ვიტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას შვრებოდა ადრე. გახარია იყო შსს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში ზონდერ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე ჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ. იქეთ რუსის ზომბები არიან. აქეთ ადამიანები ვართ. ყველანაირი ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ“, - წერს უგულავა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |