ნინო ლაცაბიძე: 2025 წლის სააღმზრდელო პროცესს რუსთავის საბავშვო ბაღები კიდევ უფრო განახლებული და თანამედროვე სერვისებით ხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 15 იანვარი 2025, 17:00

რუსთავის საბავშვო ბაღებში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის აღდგენას, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში დანერგილი სიახლეებით შეხვდნენ. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

სასწავლო- სააღმზრდელო პროცესის დაწყებას 44 -ე საბავშვო ბაღში, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.

,,2025 წლის სააღმზრდელო პროცესს, რუსთავის საბავშვო ბაღები კიდევ უფრო განახლებული და თანამედროვე სერვისებით ხვდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ და დღეს რუსთავში 2 ახალი საბავშვო ბაღი შენდება და ორის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც პრემიერის უდიდესი მხარდაჭერაა. ამასთან ვცდილობთ, რომ სააღმზრდელო პროცესში, შალვა ამონაშვილის აკადემიასთან თანამშრომლობით დავნერგოთ ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულება და 600 თანამშრომელია უკვე გადამზადებული. ამ პროცესში კი ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ფსიქოლოგებისა და სპეც პედაგოგების მომზადებას, რომ ჩვენს საბავშვო ბაღებში ინკლუზიური განათლება კიდევ უფრო ძლიერი და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი იყოს. რუსთავის ბაგა-ბაღებში დღეისთვის 6000-მდე ბავშვია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართული. იმისთვის, რომ ჩვენს თანამშრომლებს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ, მათთვის ხელფასების 45%-ით გაზრდა მოხდა”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

თანამედროვე და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მიზნით, რუსთავის ბაგა-ბაღებში, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება და ამ მიმართულებით, უკვე 600 აღმზრდელ-პედაგოგია გადამზადებული. ინკლუზიური განათლების განხრით ტრენინგი, სააღმზრდელო პროცესში ჩართულ ყველა ფსიქოლოგს და სპეც პედაგოგს აქვს გავლილი. ნუტრიციოლოგების რეკომენდაციის და სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისადაა შედგენილი ბავშვთა კვების მენიუ.

2025 წლიდან, რუსთავის მერია, კიდევ ერთ ახალ სოციალურ პროგრამას აამუშავებს. სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროფილით დასაქმებულ რუსთაველებს, რომლებიც შესაბამის სასწავლო პროგრამაში ჩაერთვებიან, მერია ყოველთვიურად, 200-ლარიან სტიპენდიას დაუფინანსებს.

რუსთავის ბაღების გაერთიანების 23 ფილიალი, 6000-მდე რუსთაველ ბავშვს ემსახურება, ბაგა-ბაღებში ამ ეტაპზე 1000-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი შრომითი ანაზღაურება, ბოლო 3 წლის განმავლობაში, დაახლოებით 45%-აა გაზრდილი.

ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით კი ამ ეტაპზე, რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საია-ს ხელმძღვანელი ითხოვს, რომ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს
კახა კალაძე - გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი, საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს
მამუკა მდინარაძე - გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია
ლევან მაჭავარიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ბევრი ინფორმაცია ჩვენგან მიიღეს, აქციების დროს დაშავებული პოლიციელების რაოდენობაც არ იცოდნენ
Politico: ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, შესაძლოა, ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე გახდეს
არქივი