მეგრელიშვილი: კადრში ხედავთ, რომ გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო - დაპირისპირების ინიციატორი გახარია იყო და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 15 იანვარი 2025, 16:14

კადრში ნათლად ხედავთ, რომ გიორგი გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო, - წერს „ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი, გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, რომ „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" დეპუტატს, დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, გახარიამ, როგორც დაპირისპირების ინიციატორმა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. მისივე განცხადებით, ოპოზიცია ღია პროვოკაციაზე დასავლეთის დასანახად მიდის, რათა წარმოაჩინონ, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ავიწროებს.

„კადრში ნათლად ხედავთ, რომ გიორგი გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო. გიორგი გახარია იყო ინიციატორი ამ დაპირისპირების და მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. პ.ს. ოპოზიცია მასიურად ღია პროვოკაციაზე მიდის. მათ სურთ კოლექტიურ დასავლეთს მორიგი ნარატივი ჩააწოდონ- „ნახეთ როგორ იდევნებიან საქართველოში ოპოზიცია და მათი ლიდერები”! სინამდვილეში დაპირისპირებები რომლებსაც ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ამ დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი არის და რჩება ხელოვნურად წინასწარ დადგმული სცენარით მოქმედებად ძირითადი მიზნით ოპოზიციას ავიწროებს ხელისუფლება." - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ბევრი ინფორმაცია ჩვენგან მიიღეს, აქციების დროს დაშავებული პოლიციელების რაოდენობაც არ იცოდნენ
Politico: ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, შესაძლოა, ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე გახდეს
ფიზიკური დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე - გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცულ მოქალაქეებს მოსახლეობა დაუპირისპირდა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეზე ზეწოლა იყო არჩევნების დროს
გიგი უგულავა: სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტატები დაესხნენ
არქივი