ირანის პრეზიდენტი: ირანს ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 15 იანვარი 2025, 15:37
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს.

როგორც პეზეშკიანმა აღნიშნა, ასეთი განცხადებების უკან ისრაელი დგას, რათა ირანოფობია მსოფლიოში უფრო გააღვივოს.

„ეს არის ერთ-ერთი სქემა, რომელსაც ისრაელი და სხვა ქვეყნები ირანოფობიის გაღვივებისთვის იყენებენ. ირანს არასდროს უცდია [ტრამპის მოკვლა], და არც ვინმეს მოკვლის გეგმა ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, რაც მე ვიცი“, - თქვა პეზეშკიანმა.

მან აგრეთვე აღნიშნა რომ თეირანი ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის მზად არის. პრეზიდენტის განმარტებით, დიალოგი პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა რის შესახებაც არ უნდა ისაუბრონ, ამერიკელები ხელისუფლების დამხობას შეეცდებიან და არა პრობლემის მოგვარებას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ბევრი ინფორმაცია ჩვენგან მიიღეს, აქციების დროს დაშავებული პოლიციელების რაოდენობაც არ იცოდნენ
Politico: ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, შესაძლოა, ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე გახდეს
ფიზიკური დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე - გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცულ მოქალაქეებს მოსახლეობა დაუპირისპირდა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეზე ზეწოლა იყო არჩევნების დროს
გიგი უგულავა: სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტატები დაესხნენ
არქივი