8
15 იანვარი 2025, 15:07
„ვხედავთ, რომ დაპირისპირება მწვავე ფორმებს იღებს და ალბათ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ყველასი, ვინაიდან ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„არ მინდა მოვლენებს წინ გავასწრო. ზოგადად, ვხედავთ, რომ ეს დაპირისპირება მწვავე ფორმებს იღებს და ალბათ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ყველასი, ვინაიდან ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაპირისპირების დეესკალაცია არ მოხდება.
როგორც ვიცით, ამის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს და უფრო მეტი კონკრეტიკა ალბათ მაშინ გამოჩნდება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |