ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისათვის, რომ მომხდარიყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის სამართლებრივი შეფასება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 15 იანვარი 2025, 14:59
ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ საგამოძიებო კომისიაში იმუშავებს „ნაცმოძრაობა“ ან რომელიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც ჯერ არ შემოსულა საქართველოს პარლამენტში, თუმცა ეს არის ჩვენი საარჩევნო ვალდებულების შესრულება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კომისიაში იმუშავებს „ნაცმოძრაობა“ ან რომელიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც ჯერ არ შემოსულა საქართველოს პარლამენტში, თუმცა ეს არის ჩვენი საარჩევნო ვალდებულების შესრულება. თქვენ იცით, რომ ჩვენ შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისათვის, რომ მომხდარიყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სამართლებრივი შეფასება. კომისიის მთავარი ამოცანა იქნება, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად იქნეს გამოძიებული ყველა ის გახმაურებული ფაქტი, რომელიც 2012 წლამდე ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს კომისია და დაველოდოთ კომისიის ჩამოყალიბებას, მუშაობის დაწყებას და რაც ყველაზე მთავარია დაველოდოთ სექტემბერს, როდესაც გამოიკვეთება რა მასალები უნდა წავიდეს პროკურატურაში, თუ გამოიკვეთება ვინმეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და იქნება თუ არა საკმარისი სამართლებრივი საფუძველი მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა ბოჟაძემ.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია ოთხ თებერვალს გაიხსნება. პირველივე კვირას შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის. კომისია ექვსი თვე იმუშავებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ბევრი ინფორმაცია ჩვენგან მიიღეს, აქციების დროს დაშავებული პოლიციელების რაოდენობაც არ იცოდნენ
Politico: ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, შესაძლოა, ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე გახდეს
ფიზიკური დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე - გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცულ მოქალაქეებს მოსახლეობა დაუპირისპირდა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეზე ზეწოლა იყო არჩევნების დროს
გიგი უგულავა: სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტატები დაესხნენ
არქივი