შალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან განვხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ევროკავშირში გაწევრიანების გზა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 15 იანვარი 2025, 14:48

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. რომ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა, რა დროსაც განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ევროკავშირში გაწევრიანების გზა.

„მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, საქართველოს შესახებ თანამომხსენებლებთან კლოდ კერნთან და ედიტ ესტრელასთან. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ოპოზიციის რეაქცია და ტაქტიკა, აგრეთვე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა“, - დაწერა პაპუაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში სამუშაო ვიზიტით გუშინ ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ უკვე გამართეს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხვალ დელეგაციის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ბევრი ინფორმაცია ჩვენგან მიიღეს, აქციების დროს დაშავებული პოლიციელების რაოდენობაც არ იცოდნენ
Politico: ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, შესაძლოა, ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე გახდეს
ფიზიკური დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე - გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცულ მოქალაქეებს მოსახლეობა დაუპირისპირდა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეზე ზეწოლა იყო არჩევნების დროს
გიგი უგულავა: სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტატები დაესხნენ
არქივი