ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინა 40 რაკეტითა და 70-ზე მეტი დრონით დაბომბა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 15 იანვარი 2025, 13:21
რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო შეტევა 40 რაკეტითა და 70-ზე მეტი დრონით განახორციელა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„რუსეთის მორიგი მასირებული დარტყმა. ზამთრის შუაგულია, რუსებისთვის სამიზნე უცვლელია: ჩვენი ენერგეტიკა. მიზნებს შორისაა - გაზის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა მან.

როგორც ზელენსკიმ დააზუსტა, უკრაინის მიმართულებით 40 გაშვებულ რაკეტას შორის ბალისტიკურებიც იყო. მისი მტკიცებით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ 30 რაკეტის განეიტრალება შეძლო.

„ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის წყალობით, ჩვენი ენერგეტიკული სისტემა ქმედითუნარიანია. თუმცა, ჩვენ მუდამ გვჭირდება უკრაინის საჰაერო ფარის შესაძლებლობების გაძლიერება“, - დასძინა უკრაინის ლიდერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს
მეგრელიშვილი: კადრში ხედავთ, რომ გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო - დაპირისპირების ინიციატორი გახარია იყო და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს
ვარლამ ლიპარტელიანი: სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს თბილისში ვიმყოფებოდი - თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა
ირანის პრეზიდენტი: ირანს ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს
"თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ" - ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე
არქივი