ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 15 იანვარი 2025, 13:04

სომხეთის რესპუბლიკის მიერ გატარებული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა თავის მთავარ ეტაპს აღწევს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.


სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი საუბრობს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რეგიონის მსოფლიოს დიდ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებაზე.


„ჩვენი ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უფრო არსებითია, ვიდრე ოდესმე. ეს ურთიერთობები ეფუძნება ბუნებრივ ინტერესებს, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველი და სტაბილურობის გარანტია. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს. თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა. სომხეთის რესპუბლიკამ წარადგინა კონსტრუქციული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანთან ურთიერთობების ყველა არსებულ საკითხზე. სომხეთმა შემოიტანა არა მხოლოდ წინადადებები, არამედ გადაწყვეტილებები. ამ კონტექსტში, რეგიონში ესკალაციების პროვოცირების ყველა მცდელობას არ აქვს ლეგიტიმაცია და საფუძველი, რაც ნიშნავს, რომ რეგიონის ესკალაციის მცდელობები წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან უფრო პრაგმატულია, ვიდრე ოდესმე, აქცენტი კონკრეტულ საკითხებზე ემოციური შეფუთვის გარეშე. ჩვენ მოწოდებული ვართ, განვავითაროთ ეს ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. ჩვენი მეგობრობა საფრანგეთთან გამყარდა და განვითარდა. ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე, რაც დაფიქსირდა ასევე ბრიუსელში. სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენმა ურთიერთობამ ინდოეთთან ახალი წონა და მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ვითარდება და ღრმავდება. ახლო აღმოსავლეთში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. ეს პოზიციონირება ქმნის მყარ საფუძველს სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მარადიულობის დღის წესრიგის წარმატებით შესრულებისთვის, რომელიც განხორციელდება დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომავალ ეტაპებზე“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: გამზადებული აქვთ უკვე კარადაში ტყავის ლაბადებიც და მაუზერებიც, ერთი სული აქვთ როგორმე ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ და მერე ნახეთ, სახლებზე წარწერების გაკეთება მონაგონი იქნება
შალვა პაპუაშვილი - არავის ეგონოს, რომ მილიონ ასოცი ათასი ადამიანი ერთ ხმას მაინც დაუთმობს იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გარე-გარე დადიან და ცდილობენ, ქვეყანას გარედან ავნონ
აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, აშშ-მექსიკის საზღვარზე 766 მიგრანტი დააკავეს
შალვა პაპუაშვილი: აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება. ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან რას ნიშნავს რუსეთი
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ყველას შეუძლია პოლიტიკის წარმოება, ერთადერთი რამე არის, რომ ფარისევლობას და ტყუილს არ უნდა ჰქონდეს ადგილი
არქივი