ომბუდსმენი საგამოძიებო სამსახურებს მოუწოდებს გიორგი გახარიასაა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე, ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 15 იანვარი 2025, 12:52

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საგამოძიებო სამსახურებს მოუწოდებს გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ

"საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, "საქართველოსთვის" ლიდერს თავს გვიან ღამით ბათუმის ერთ ერთ სასტუმროში დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას ქართული ოცნების წევრები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, პოლიტიკოსს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, თუმცა მან კლინიკა უკვე დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეგრელიშვილი: კადრში ხედავთ, რომ გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო - დაპირისპირების ინიციატორი გახარია იყო და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს
ვარლამ ლიპარტელიანი: სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს თბილისში ვიმყოფებოდი - თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა
ირანის პრეზიდენტი: ირანს ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს
"თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ" - ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე
გურამ მაჭარაშვილი - სიტყვებიც კი არ მყოფნის, გიორგი გახარიაზე რომ ვისაუბრო, არც ღირს სიტყვების დახარჯვა
არქივი