მაია ომიაძე: 2024 წელს საქართველოში 5.1 მილიონ ტურისტულ ვიზიტს მივაღწიეთ, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ციფრია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 15 იანვარი 2025, 12:50

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2024 წლის სტატიკურ მონაცემებს აჯამებს, მაია ომიაძის განცხადებით, გასულ წელს ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა.

„დასრულდა 2024 წლის სამოგზაურო სეზონი და საქართველოს ძალიან კარგი მონაცემები აქვს. 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტული ვიზიტები შედგა, 5.1 მილიონ ვიზიტს მივაღწიეთ, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ციფრია. ტოპ მიმართულებებშია: ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, ინდოეთი, ჩინეთი, აშშ, ისრაელი. ჩვენ 2025 წელს ვაგრძელებთ მეტი შემართებით და ვფიქრობთ ძალიან წარმატებული წელი გვექნება.

იწყება საერთაშორისო გამოფენების სეზონი, სადაც წარვდგებით კერძო კომპანიებთან, ბიზნეს სექტორთან ერთად და მოვახდენთ საქართველოს პოზიციონირებას, ხელს შევუწყობთ კერძო სექტორს ბიზნესკავშირები დაამყაროს საერთაშორისო კომპანიებთან, ასევე მალე დავიწყებთ კამპანიებს ევროპის ქვეყნებში და სამიზნე ბაზრებზე“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +9%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ +0.2% შეადგინა.

გასულ წელ საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს
მეგრელიშვილი: კადრში ხედავთ, რომ გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო - დაპირისპირების ინიციატორი გახარია იყო და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს
ვარლამ ლიპარტელიანი: სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს თბილისში ვიმყოფებოდი - თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა
ირანის პრეზიდენტი: ირანს ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს
"თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ" - ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე
არქივი