„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 15 იანვარი 2025, 11:27

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საგზაო ნაწილის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

„გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო არეალი, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.

დედაქალაქში გამტარუნარიანობის თვალსაზრისით ეს საკმაოდ პრობლემური ადგილია, განსაკუთრებით პიკის საათებში. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია. ასევე, გარე განათების ქსელის მოწყობა LED ლამპიონებით. უკვე მიმდინარეობს სადენების მიწის ქვემოთ ჩატანა. ასევე, უსაფრთხოების კუნძულები მოეწყობა, დაიზახება ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლითაც საავტომობილო მოძრაობა დარეგულირდება. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში იწარმოებს.

„პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ მოგვიწია გარკვეული არეალების გამოსყიდვა. ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. ამისთვის კომპანიებს თანამშრომლობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა.

აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დღეს არსებული ვითარება, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს, მოგვარდეს და ამ კვანძზე მოძრაობა შედარებით თავისუფალი იყოს. პროექტი დაახლოებით, ორ თვეში დასრულდება. დღის განმავლობაში ჩვენ მუშაობას ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ. ამიტომ სამუშაოების შესრულება ძირითადად ღამის საათებში მოგვიწევს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისათვის, რომ მომხდარიყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის სამართლებრივი შეფასება
პროკურატურა: მოვუწოდებთ გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ირაკლი ქადაგიშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: მნიშვნელოვანი იქნება ომის საკითხი. ის ვითარება, რაც საქართველოში მაშინ პრეზიდენტმა და მმართველმა გუნდა შექმნა, გახდა წინაპირობა იმისა, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია განხორციელდა
პროკურატურა: მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას
შალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან განვხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ევროკავშირში გაწევრიანების გზა
არქივი