პარტია „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 15 იანვარი 2025, 11:11

პარტია „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, პარტია „საქართველოსთვის“ ითხოვს თავდასხმის დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას.

„ბათუმში გიორგი გახარიას, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯგუფურად დაესხნენ თავს, რაც ივანიშვილის რეჟიმის მიერ იყო ორკესტრირებული. გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში და ესწრებოდა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის უსამართლოდ დაკავებული წევრების სასამართლო პროცესს, რა დროსაც მოხდა ძალადობის ეს შემზარავი აქტი. პარტია „საქართველოსთვის“ ითხოვს დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის შესახებ და მოუწოდებს, ყველა პასუხისმგებელი პირის პასუხისგებაში მიცემას. ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა არის ოპოზიციის დაშინებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობა. ასეთი ქმედებები ვერასდროს გააჩუმებს ხმებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისათვის, რომ მომხდარიყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის სამართლებრივი შეფასება
პროკურატურა: მოვუწოდებთ გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ირაკლი ქადაგიშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: მნიშვნელოვანი იქნება ომის საკითხი. ის ვითარება, რაც საქართველოში მაშინ პრეზიდენტმა და მმართველმა გუნდა შექმნა, გახდა წინაპირობა იმისა, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია განხორციელდა
პროკურატურა: მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას
შალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან განვხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ევროკავშირში გაწევრიანების გზა
არქივი