„ბიბისი“ - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის დაკავებას სამართალდამცველები მეორედ ცდილობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 15 იანვარი 2025, 01:29
სამართალდამცველები სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის დაკავებას მეორედ ცდილობენ, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც მედიასაშუალება წერს, სამხრეთ კორეის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის საქმეს იძიებენ, რეზიდენციაში დაკავების ორდერის აღსასრულებლად მეორედ გამოცხადდნენ. პოლიციამ პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 1 000 წარმომადგენელი განალაგა. ადგილზე იმყოფებიან იუნის მხარდამჭერებიც.

აღსანიშნია, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის დაკავება 3 იანვარსაც სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს, რადგან ადგილზე  იუნ სოკ იოლის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და მის დაპატიმრებას ხელი შეუშალეს.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა, იუნ სუკ იოლი თანამდებობიდან გადააყენა. იუნ სოკ იოლი თანამდებობიდან ოფიციალურად მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება, თუ რვაწევრიანი სასამართლოს, სულ მცირე, ექვსი წევრი იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტს საჯაროდ კომენტარი მას შემდეგ არ გაუკეთებია, რაც პარლამენტმა 14 დეკემბერს მის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. მას ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი. იუნ სუკ იოლი ამ ბრალდებებს უარყოფს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
ვლადიმერ ბოჟაძე როთის ვიზიტზე: ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები არაფრის მომცემია თავად როთისთვის ან თავად ოპოზიციისთვის
ვახტანგ ჩოჩია როთზე: მის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მან, ფაქტობრივად, უფრო მეტი პოპულარობა დააგროვა ქართულ „ნაც ბაბლში“, ვიდრე მას ჰქონდა პოპულარობა გერმანიაში
დავით მათიკაშვილი: კომისიის მიზანი იქნება იმ დანაშაულების გამოძიება და სისტემური დანაშაულის საბოლოო შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მათ მიერ ჩადენილი ჩვენ ქვეყანაში
გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ყველამ უნდა იცოდეს, ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, რომელმაც სისხლიანი მმართველობის სისტემა ჩამოაყალიბა 2012 წლამდე
არქივი