2024 წელი ქართული ავიაციისთვის და აეროპორტებისთვის იყო ისტორიული. არა ერთი რეკორდი მოვხსენით. ჯამურად შევძელით და 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში და ჯამურად, წინა წელთან შედარებით, 24% გვქონდა ზრდა, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“.
„ამ ზრდას რამდენიმე ფაქტორი გააჩნია. პირველ რიგში ეს იმის შედეგი იყო, რომ ჩვენ ახალი ავიაკომპანიებისა და ავიამიმართულებების მხრივაც გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. ჩვენ შევძელით და 2024 წელს წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები 10 ავიაკომპანიასთან 13 ახალი მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, უკვე არსებული მიმართულებები, რომელზეც ძალიან საინტერესო ზრდა გვქონდა. მესამე ფაქტორი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ბაზარი გახდა დივერსიფიცირებული. აღარ ვართ ვართ ერთ ან ორ რეგიონზე დამოკიდებული და თითქმის მთელი ჩვენი შემოგარენი და ევრაზიის კონტინენტი მეტ-ნაკლებად გვაქვს ათვისებული. არის საინტერესო მიმართულებები, რომელზედაც ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |