მიხეილ სააკაშვილი - ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს, ვინც ჯერ კიდევ არ მიიჩნევთ ჩემს ტყვეობას პოლიტიკურ პატიმრობად, იქნებ, ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 14 იანვარი 2025, 16:24

ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს. ვინც ჯერ კიდევ არ მიიჩნევთ ჩემს ტყვეობას პოლიტიკურ პატიმრობად, იქნებ ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ვისაც ჰგონია, რომ ამ თუნდაც უსამართლო „განაჩენით“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ანეიტრალებს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხვალ, შეიძლება, მათაც მიადგნენ.

„ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს დონალდ ტრამპის და სხვა ცნობილი ლიდერების საქართველოში ვიზიტების დროს გაწეული ხარჯებისთვის, ისევე როგორც პრეზიდენტ კაჩინსკის და ვაცლავ ჰაველის გასვენებაში მიტანილი გვირგვინებისთვის, ასევე ოფიციალური ღონისძიებებისთვის, პიჯაკების ყიდვისთვის.

ჰოდა, ვინც ჯერ კიდევ არ მიიჩნევს ჩემს ტყვეობას პოლიტიკურ პატიმრობად, იქნებ ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე, ხოლო ვისაც გგონიათ, რომ ამ თუნდაც უსამართლო „განაჩენით“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ანეიტრალებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ხვალ, შეიძლება, თქვენც მოგადგნენ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა
არქივი