15
14 იანვარი 2025, 00:41
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძეს და მათე ცენტერაძეს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ განიხილა.
გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება საპროტესტო აქციის მონაწილეებმაც გააპროტესტეს.
„ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ხუთდღიან პატიმრობაში გაუშვა მათე და ჩვენი თანამებრძოლები მურისიძე-ჩინჩალაძის კრიმინალურმა სინდიკატმა. ვერ დაგვღლით, ვერ გაგვტეხთ, ვერ გაგვაჩერებთ“, – განაცხადა აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ და გახარიას პარტიის წარმომადგენელმა, აკაკი გვიანიძემ.
საქალაქო სასამართლოში გრძელდება 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეების განხილვა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |