ზურაბ ქადაგიძე: რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 13 იანვარი 2025, 23:41

რაც ლარს ფონ ტრიერის ფილმ „იდიოტებში“ ხდება, იმავეს ვუყურებთ რადიკალებში. რა თქმა უნდა, მათთვის სცენარის შემქმნელს ძალიან ბევრი უკლია ფონ ტრიერამდე, მაგრამ, როგორც ფილმშია, ესენიც საკუთარ თავსა და წრეში სხვადასხვა მასშტაბის იდიოტებს ეძებენ, - განაცხდა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ.

მისი თქმით, რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს.

„როგორც ფონ ტრიერის „იდიოტებში“ ხდება, რადიკალებშიც იმავეს ვხედავთ - მოშარდვას ქუჩაში, თავ-პირის მტვრევას, სადღაც შევარდნებს, ქვების თუ კვერცხების სროლას და ა.შ. საბოლოო ჯამში, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვიღებთ იმას, რომ საქართველოში, სადღაც, 10 000-მდე ადამიანი სერიოზულად პრობლემური მენტალობისაა. მათ ნებისმიერ დროს შეიძლება, აგაფეთქონ, თან აბსოლუტურად უაპელაციოდ - შეასრულებენ „რეჟისორის“ დაწერილ სცენარს.

ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და განათლების სისტემამ, რომ ეს გადამდები და მისაბაძი არ იყოს, რადგან უკვე ვხედავთ, რომ გარკვეული ნაწილისთვის ეს ყველაფერი ტრენდი გახდა - კუბო ნამცხვრად შეჭამეს, ქრისტეს გამოსახულებით სასახლეს დაწვეს, 9 აპრილის მემორიალზე ვინც ცეკვავდა, დიდი კელაპტრით მოგვევლინა და ა.შ.

ანუ, რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს. შესაბამისად, ეს არის ამ ადამიანების მიერ საკუთარ თავში იდიოტობის ძიება“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი - სიცრუეა, თითქოს საქართველომ რაიმე შეაჩერა, რა უნდათ პატარა ქვეყნისგან, თუ არა გარკვეული ქმედებები, რათა დამძიმდეს ვითარება და მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ყურმოჭრილი მონის როლს შეასრულებს
საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი დაიწყო
The Times: შვეიცარია ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე პუტინს არ დააკავებს, თუ ის ქვეყანაში ტრამპთან შესახვედრად ჩავა
ლაშა ქარდავა: აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაზარალებული მოქალაქეების დახმარების საკითხებზე იმუშავებს
2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტში 15 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
არქივი