ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობის ნებას, ეს უკიდურესად აღმაშფოთებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 11 იანვარი 2025, 16:16
ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრი, ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობის ნებას, რაც უკიდურესად აღმაშფოთებელია.

„როდესაც ათი მილიონი დოლარი უკანონოდ იყო გადაგზავნილი უნგრელი მემარცხენეებისთვის 2022 წელს მათი საარჩევნო კამპანიის დროს, ბრიუსელის ელიტა დუმდა. როდესაც აშშ-ს საელჩომ ბუდაპეშტში დაიწყო დაფინანსების გადანაწილება მემარცხენე მედიისთვის, ბრიუსელის ელიტა დუმდა. როდესაც უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი სუვერენიტეტის დაცვის შესახებ, რათა შემდგომში მსგავსი ჩარევის პრევენცია მოეხდინა, ევროკომისიამ უნგრეთს სასამართლოში უჩივლა“, - წერს ლასლო.

მისი თქმით, სამაგიეროდ ევროკომისრებმა თბილად მიიღეს ჯორჯ სოროსი ოფიციალურ შეხვედრებზე და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირს ლობირებენ, დაფინანსებას სოროსისგან იღებენ.

„ახლა, როდესაც გამოჩნდა კიდევ ერთი მილიარდერი, რომელიც ბედავს და მხოლოდ თავის აზრს გამოთქვამს ევროპულ პოლიტიკაზე ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, ე.წ. ლიბერალურ ელიტას სურს გააუქმოს დემოკრატია, თუ მას არ მოეწონება შედეგი. ისინი გულახდილად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ზუსტად ეს გააკეთეს მათ ცოტა ხნის წინ რუმინეთში. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები ბრიუსელში. ჩვენ გვჭირდება დავიცვათ ჩვენი დემოკრატია და ჩვენი სუვერენიტეტი“, - აღნიშნავს ლასლო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
არქივი