ედიშერ გვენეტაძე: მაშინ, როცა კონგრესმენი უილსონი ჩალის ფასის წერილს წერდა, საქართველოს ბოიკოტი გამოუცხადეთო, გერმანიაში რამშტაინის შეხვედრას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 10 იანვარი 2025, 00:12

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გერმანიაში მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მინისტრმა იმ დროს მიიღო, როცა მეხუთე კოლონა აღფრთოვანებულია საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესების გამო.

მისივე განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანის ვიზიტი დაემთხვა ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და მისი მსგავსი ლობიატების წერილსაც, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ დასავლეთს. შესაბამისად, გვენეტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს შიდა და გარე მტრები, სალომე ზურაბიშვილისა და მიხაელ როთის ამარა რჩებიან

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა აღფრთოვანებულია საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს სანქციები დაუწესესო, მაშინ, როდესაც ევროპელი პენსიონერების წაგლეჯილი ფულების მომლოდინე ამერიკელთა სირცხვილი, კეზერას მორიგი 1000-დოლარიან ტრანშის მომლოდინე კონგრესმენი უილსონი, თავისნაირ „დიშოვი“ ლობისტებთან ერთად ჩალის ფასის წერილს გამალებული წერდა საქართველოს სახელმწიფოს და ხალხს ბოიკოტი გამოუცხადეთო, ზუსტად იმ დროს გერმანიაში რამშტაინის შეხვედრაზე, სადაც სიტყვით გამოვიდა აშშ თავდაცვის მინისტრი, მიწვეული იყო და დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ასე რომ, როგორც ვხედავთ ისე მიდის საქმენი ჩვენი ქვეყნისანი - საქართველოს გარე და შინა ავისმოსურნენი მართლაცდა, პირში ჩალაგამოვლებულნი და უპატრონონი რჩებიან სალომესა და როთის ამარა“, - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯო უილსონი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისთვის
„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?!
ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას
ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე: დიპლომატიური, ღირსებით სავსე განცხადება მსოფლიო ზესახელმწიფოს ლიდერებისადმი, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა
დავით ქართველიშვილი: შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ
არქივი