საქართველოში გერმანიის საელჩო - საელჩოში დროშა დაშვებულია - სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 09 იანვარი 2025, 12:55

საქართველოში გერმანიის საელჩო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, თბილისში მდებარე გერმანიის საელჩოში გლოვის ნიშნად დროშა დაეშვა.

„დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა
დავით ქართველიშვილი: რამშტაინის შეხვედრაზე აშშ-ს მოქმედი თავდაცვის მდივანი თავის კოლეგებს დაემშვიდობა - ეს მისი ამ რანგში უკანასკნელი მონაწილეობა იყო, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი - მიესალმა, ეს მისი ამ რანგში პირველი მონაწილეობა იყო
გია აბაშიძე: ვითომ იზოლირებული, ვითომ რუსეთუმე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგარეო ღონისძიებაშია
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
არქივი