ლოს ანჯელესში ხანძარი კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 09 იანვარი 2025, 09:48

ლოს ანჯელესში ხანძარი კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ამჟამად ლოს ანჯელესსა და მეზობელ ვენტურას ოლქში ხანძრის, სულ მცირე, ექვსი კერა მძვინვარებს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი 0%-ითაა ლოკალიზებული.

ხანძარი გავრცელდა „ჰოლივუდ ჰილსში“, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც ცნობილი ადამიანების საცხოვრებელი სახლებია განლაგებული.

იტონში ხანძრის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ათობით კი დაშავდა. ევაკუირებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი. დამატებით 37 000 ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ცეცხლმოდებული პალისადე. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი.

ხანძარი, რომელიც პალისადეს ტერიტორიაზე სამშაბათს დაიწყო, ლოს ანჯელესის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი გახდა და, ოფიციალური წყაროების ცნობით, კვლავ ვრცელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
მიხეილ სააკაშვილი - ახალი არჩევნებიც ჩატარდება, ესენიც ჩამოიშლებიან, მაგრამ ეს არ მოხდება შეგონებებით, არამედ გაათმაგებული შეტევით და იძულებით
საზოგადოებრივი მაუწყებელი: შეშფოთებას გამოვთქვამთ სისტემატური თავდასხმებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის გამო
სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ კნოლევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი, ასევე, ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალნი არიან
შალვა პაპუაშვილი: არასდროს, საკუთარი ქვეყნის ინტერესზე წინ არც ერთი ქვეყნის ინტერესი არ უნდა დააყენო
არქივი