13
09 იანვარი 2025, 08:15
პოლიციამ აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში დააკავა მამაკაცი, რომელსაც მაჩეტე და სამი დანა ჰქონდა, – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული მამაკაცი შენობაში შესვლას ცდილობდა, რა დროსაც, ვიზიტორთა ცენტრის შესასვლელში, სკანირების აპარატმა მაჩეტე აღმოაჩინა, ხოლო დანები კი მამაკაცის ჩანთის შემოწმებისას აღმოაჩინეს.
მამაკაცი, რომლის ვინაობასაც პოლიცია არ ასახელებს, საშიში იარაღის ტარების რამდენიმე ბრალდებით დააკავეს.
დაკავება მოხდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კაპიტოლიუმში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, სადაც ტრამპს რესპუბლიკელებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |