სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ დეკემბრის ბოლოს რუსეთში ვიზიტის მიზეზი 2024 წლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელებაზე უკრაინის უარი იყო.
„მე მჭირდებოდა სულ მცირე, გაზის უზრუნველყოფა სლოვაკეთის შიდა მოხმარებისთვის, რაც ჩვენ გაზის საფასურის გაზრდის გარეშე გავაკეთეთ”,- განაცხადა ფიცომ.
რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელებაზე უარის გამო, ფიცომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „სლოვაკეთისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების საბოტაჟში“.
„არც სლოვაკეთი და არც ევროკავშირი არ არიან საომარ მდგომარეობაში, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, შევეგუოთ ზელენსკის ავანტიურას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთი და ევროკავშირი უკრაინას დახმარებას უწევენ“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |