ნანა კაკაბაძე: ოპოზიციამ შეიძინა არასახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ხელისუფლების მიმართ ოპონირების რეჟიმის ნაცვლად პოლიტიკური პარტიები, ყველა საშუალებით, იბრძვიან სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, რათა ამ გზით მოიპოვონ ძალაუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 08 იანვარი 2025, 23:47

ახალი მსოფლიო წესრიგი და ძველი მარგინალები, - „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, საქართველოში ოპოზიციამ შეიძინა არასახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

„ხელისუფლების მიმართ ოპონირების რეჟიმის ნაცვლად პოლიტიკური პარტიები, ყველა საშუალებით, იბრძვიან სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, რათა ამ გზით მოიპოვონ ძალაუფლება.
მიზნის მისაღწევად არ ერიდებიან არაფერს - ტყუილს, ცილისწამებას, სახელმწიფო ინტერესების ღალატს (ჯაშუშობას), ეკონომიკის დანგრევას და მოქალაქეების მდგომარეობის მაქსიმალურ გაუარესებას რათა აგრესია მიემართოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
მათი დევიზია - ჩვენ თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო.
დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას მოეთხოვება ქვეყნის ინტერესების დაცვაზე ზრუნვა, განურჩევლად იმისა, ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში. ქვეყნის ინტერესებზე ოდნავ მოფიქრალი ოპოზიცია, შეეცდებოდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან გაერკვია შემდეგი საკითხები:
ქართული სახელმწიფო ათწლეულების მანძილზე პირნათლად ასრულებდა დასავლეთიდან მიღებული რეკომენდაციების იმ ნაწილს, რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. ქვეყანა ნატოს წევრ ბევრ სახელმწიფოზე უფრო აქტიურად მონაწილეობდა არაერთ სამშვიდობო მისიაში, რითაც იცავდა დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესებს.ამ ინტერესებს ასეულობით ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. რამდენად ადეკვატური იყო ის დაფასება, რომელიც საქართველომ ამის საფასურად მიიღო?
მაგალითად:
1. როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთის ჯარი 16 წელია ოფიციალურად დგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, გარდა არაღიარებისა, დასავლეთს რა კონკრეტული მექანიზმები გააჩნია რუსული ოკუპაციის შესაჩერებლად და მშვიდობიანი გზით (ვინაიდან ომი წასაგებად განწირულია) ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად?
2. უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი, ეს ორგანიზაცია იქნება თუ არა საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი?
3. რატომ არ ხდება საქართველოსთვის მსოფლიო ბაზარზე გასვლის უზრუნველყოფა, რაც გააძლიერებდა ქართულ ეკონომიკას?
1. ამ ფონზე რამდენად შეესაბამება საქართველოს ინტერესებს ჩვენი მხრიდან რუსეთისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებისა და მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა?
5. რატომ გადაიწია ევროკავშირის გაფართოება 2030 წლამდე. თუ ევროკავშირის წევრობა აძლიერებს ჩვენს ქვეყანას და ასუსტებს რუსეთის ინტერესებს, მაშინ ვის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა ეს გადაწევა?
6. 2030 წლისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობისას, ჩვენი ტრადიციები, თვითმყოფადობა და საუკუნეობრივად ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი ხომ არ იქცევა დაბრკოლებად? ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის ან ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რომელიმე სხვა კანონის გაუქმება იქნება თუ არა ევროკავშირში გაერთიანების აუცილებელი წინაპირობა?
7. რატომ გამოთქვა აშშ-ს პოლიტიკურმა ელიტამ პრეტენზიები პოსტ-ფაქტუმ ანაკლიის პორტის განვითარებაში ჩინური კომპანიის შემოსვლის შემდეგ, როდესაც მანამდე წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამერიკული მხარის ინტერესის გამოვლენას ელოდებოდა ანაკლიის პროექტთან მიმართებით? რატომ არ დაინტერესდა ამერიკული მსხვილი ბიზნესი ამ წლების მანძილზე ასეთი დიდი მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტის განვითარების ინვესტირებით?
დასავლეთისგან ამ კითხვებზე პასუხების მიღების ნაცვლად, ოპოზიცია მოითხოვს:
ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და სხვათა დასანქცირებას,
უვიზო რეჟიმის შეჩერებას,
ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას,
შემდგარი, კონკურენტული და არავის მიერ გაუქმებული არჩევნების შედეგების არ ცნობას, რაც არც ერთი დემოკრატიული ქვეყნისათვის არ არის დამახასიათებელი.
ოპოზიციის გარე დავალებაა, ნებისმიერი გზით ჩამოშალონ ლიბერალური დიქტატის მიმართ დაუმორჩილებელი და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება.
სურვილის შემთხვევაში, ოპოზიციას, ხელისუფლებაში მოუსვლელადაც აქვს შესაძლებლობა აკეთოს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმეები. გარედან მართული ოპოზიცია დაკავებულია, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით.
ყველამ იცის, თუ როგორი სისხლიანი რეჟიმი დაამყარეს ხელისუფლებაში ყოფნისას. ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა.
მათ დღემდე არ უღიარებიათ ის დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელსაც ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ეწეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის მანძილზე. სწორედ ესაა რეალური მიზეზი რის გამოც უკვე 12 წელია აგებენ მე-10 ე არჩევნებს.
ხელმოცარული კასტა ოპოზიციონერებისა, დარჩენილნი არიან მხოლოდ გარე ძალების ანუ საქართველოსთვის არაკეთილმოსურნეთა იმედად. ბოლო 12 წლის მანძილზე ჩატარებულმა ყველა არჩევნებმა, (საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ადგილობრივი) სრულად გამოააშკარავა, რომ ოპოზიციას, ქვეყნის შიგნით არ გააჩნია ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის კანონიერი რესურსი.
საგარეო მხარდაჭერაც, რომელიც მათ ამ ეტაპზე აქვთ, დროებითი და შეზღუდულია. ვინაიდან ეს მხარდაჭერა ძირითადად იმ წარმავალი რეჟიმებიდან მოდის, რომლებსაც თავისი ქვეყნების ხელისუფლებებში ყოფნის რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე დარჩათ.
სულ ორიოდე დღის წინ, ბაიდენის გამწარებულმა რეჟიმმა უნგრეთის მთავრობის მინისტრიც შეიყვანა დასანქცირებულთა რიგებში, რაზეც ორბანის მთავრობამ მშვიდად უპასუხა, რომ 2 კვირის შემდეგ ახალი ადმინისტრაცია გააუქმებს ამ სანქციას. იგივე ელის საქართველოს მიმართ, სადამსჯელო სანქციებსაც.
მოკლედ, მსოფლიოში მიმდინარეობს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ნეოლიბერალური ფაშიზმისა და კონსერვატორული დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებს შორის.
ამ ომში ჩვენი ქვეყნის მტრების მთავარი შიდა დასაყრდენი ლიბერალ-ფაშისტური უმცირესობაა, რომელიც ცდილობს მიაღწიოს საწადელს. დარჩენილ დროში მოახდინოს- ბიზნესის ტერორიზება, ეკონომიკის ჩამოშლა, ქვეყნის იზოლაცია, მასობრივი გაფიცვები, საბოტაჟი, ლარის გაუფასურება, მოქალაქეების მდგომარეობის მაქსიმალურ გაუარესებას, მათი გადაადგილების შეზღუდვაც კი.
საბედნიეროდ მათ მიზნებს განხორციელება არ უწერია, ვინაიდან ჩვენს თვალწინ ახალი მსოფლიო წესრიგი იბადება, რომელიც ჩარეცხავს საერთაშორისო ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის ბატონობის ხანას“, - წერს იგი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: კოლექტიური დასავლეთი განსაკუთრებული მონდომებით ებრძვის საქართველოს და მის ხელისუფლებას, რომელმაც გაბედა და სახელმწიფო ინტერესები, დასავლეთის ინტერესებზე მაღლა დააყენა
დავით ქართველიშვილი: უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის დაგეგმილი ვიზიტი კიევში აღარ შესრულდება, ყველაფერი გააფუჭა ზელენსკის ინტერვიუმ ლექს ფრიდმანთან
შალვა პაპუაშვილი: უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომლებზე ფიქრიც ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს
ედიშერ გვენეტაძე: სანამ მთელ მსოფლიოში „დიფ სთეითს“ დაარქმევდნენ მსოფლიოს უბნელეს ძალებს, კარგა ხნით ადრე დაარქვა ამ უბოროტეს ძალას „გლობალური ომის პარტია“ „ქართულმა ოცნებამ“
არესტოვიჩი უკრაინაზე: ჯერ კონსტიტუციაში ნატო ჩააწერინეს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნატოს ის არ უნდა
არქივი