ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით მიმართვას ავრცელებს.
ამერიკელი კონგრესმენის თქმით, ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები, ყოფილი თანამდებობის პირები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის უკანონო რეჟიმი.
ხელმომწერები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, არ გამართონ შეხვედრები, როგორც ისინი უწოდებენ, უკანონო რეჟიმთან, ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს.
ისინი მოუწოდებენ დემოკრატიულ მთავრობებს, ერთიანი სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს, „ქართული ოცნების“ წევრებსა და პროპაგანდისტებს, რომლებიც, მათი თქმით, ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას და სუვერენიტეტს.
„ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პარტიამ აირჩია, უგულებელყოს ოპოზიციის და საერთაშორისო მონიტორების ლეგიტიმური შეშფოთებები ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, დასვა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სასტიკად უპასუხეს ასობით ათას დემონსტრანტს ღამის აქციებზე. საქართველოს მოსახლეობა ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა ვიდგეთ მათ გვერდით“, – აღნიშნულია მიმართვაში.
კონგრესმენის, ჯო უილსონის მიმართვას 43 ადამიანი აწერს ხელს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |