16
08 იანვარი 2025, 21:11
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ, რაშიც საპატრულო პოლიციისგან წინააღმდეგობა შეხვდათ.
სამართალდამცველებმა პარლამენტთან კორდონი გააკეთეს და დემონსტრანტებს საშუალებას არ აძლევენ, პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტონ.
უწყვეტი პროტესტის 41-ე დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - ჩატარდეს ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |