საქართველოს მთავრობამ, საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 08 იანვარი 2025, 18:33

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

„მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ხანძრის შედეგად დაღუპულებს ხვალ, 9 იანვარს დაკრძალავენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი