ბატონი ბაიდენის ადმინისტრაციაში უზარმაზარ გავლენას ფლობს „გლობალური ომის“ პარტია, იგივე „დიფ სთეითი“, ვისაც ასეთი ღია ბრძოლა გამოუცხადა ბატონმა ტრამპმა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის მიერ უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსნის დასანქცირებაზე.
ლევან მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ იგი დაამარცხებს „დიფ სთეითის“ გავლენებს, რაღაც დონეზე მაინც შეამცირებს.
„ეს სანქციებიც, ორი კვირა აქვს დარჩენილი მოქმედ ადმინისტრაციას. რა შეიძლება ამ ყველაფერს დავარქვათ. ბატონი ვიქტორ ორბანი, რომელზეც ბატონი ტრამპი ასე საუბრობს, მას მოიხსენიებს როგორც მის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს ევროკავშირში.
ეს ქმედება, საქართველოსთან მიმართებაში ქმედება ამ სანქციების და ა.შ. ის ქმედება, რომ 3-4 კვირის წინ უკრაინას სამი წლის თავზე მისცეს უფლება გამოეყენებინა ამერიკის მიერ გადაცემული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე და ა.შ. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ მიწევს ამის თქმა, არის მავნებლობა. ეს არის კუდის მოქნევა და ეს არის მცდელობა, რომ ბატონ ტრამპს დაუტოვონ მძიმე მემკვიდრეობა, რასაც იგი გაუმკლავდება, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |