დავით ქართველიშვილი: უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის დაგეგმილი ვიზიტი კიევში აღარ შესრულდება, ყველაფერი გააფუჭა ზელენსკის ინტერვიუმ ლექს ფრიდმანთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 08 იანვარი 2025, 14:48

უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის დაგეგმილი ვიზიტი კიევში აღარ შესრულდება. ყველაფერი გააფუჭა ზელენსკის ინტერვიუმ ლექს ფრიდმანთან, რომელიც ტრამპის გუნდთან და განსაკუთრებით ილონ მასკთან დაახლოებული პირია, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უკვე ეჭვგარეშეა, რომ აშშ შეეცდება, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეცვალოს, ვინაიდან ზელენსკი-ერმაკის ტანდემი აბსოლუტურად უპერსპექტივოა. ამასთან, ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ომთან დაკავშირებით, ზელენსკის და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გეგმები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

„უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის დაგეგმილი ვიზიტი კიევში აღარ შესრულდება. ყველაფერი გააფუჭა ზელენსკის ინტერვიუმ ლექს ფრიდმანთან, რომელიც ტრამპის გუნდთან და განსაკუთრებით ილონ მასკთან დაახლოებული პირია. როგორც ჩანს, აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, ფრიდმანმა ზელენსკის უტყუარი დიაგნოზი დაუსვა: ის არის შეურაცხადი და უიმედო - ამის შესახებ მან ამერიკის ახალ ადმინისტრაციას განუცხადა.

დღეს უკვე ეჭვგარეშეა, რომ შეერთებული შტატები დიდი ალბათობით შეეცდება ცვლილებები შეიტანოს უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში: ზელენსკი-ერმაკის ტანდემი ამ ეტაპზე უკვე აბსოლუტურად უპერსპექტივოა. აშშ-ს კიევში ესაჭიროება ადეკვატური და სანდო პოლიტიკოსების გუნდი და არა ისინი, ვინც საკუთარ ბინძურ კულუარულ თამაშებს აწარმოებენ.

რა გზით შეიძლება ამის მიღწევა? აქ ორი ვარიანტია მხოლოდ: დაწყებული ახალი არჩევნების ფორსირებით, კიევის არსებული რეჟიმისთვის დახმარების სრული შეწყვეტის ფონზე - სამხრეთ ვიეტნამის სცენარის განმეორებით დასრულებული. ლექს ფრიდმანთან ინტერვიუს შემდეგ, სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება ზელენსკის შემცვლელის სასწრაფოდ მოძებნის აუცილებლობა. ასევე არაა გამორიცხული, ზელენსკიმ სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტის, ნგო დინ დიემის ბედი გაიზიაროს - რომელიც სამხედრო გადატრიალების შედეგად მოკლეს.

ომთან დაკავშირებით, ზელენსკის და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გეგმები ურთიერთსაწინააღმდეგო კონფლიქტში არის შესული: პირველს ომის გაგრძელება უნდა ნებისმიერ ფასად, რათა დარჩეს ხელისუფლებაში (აქედან გამომდინარე, ის კონფლიქტის დასასრულებლად აყენებს აშკარად მიუღებელ პირობებს), ხოლო მეორეს სჭირდება ომის „გაყინვა“. ამ კუთხით, ტრამპი ზელენსკისთან ვერაფერს მიაღწევს და რაღაც მომენტში ის წამოიწყებს კომბინაციას, რის შედეგადაც უკრაინაში უზენაესი ძალაუფლება სხვის ხელში გადავა.

ზოგადად, ლექს ფრიდმანთან ეს ინტერვიუ არის ზელენსკის პიარ გუნდის (რომელიც მანამდე თითქმის უნაკლოდ მუშაობდა) პირველი სერიოზული მარცხი. რატომღაც გმირი-პრეზიდენტის, პრეზიდენტის-მსხვერპლის მაგივრად დევნილი-პრეზიდენტის იმიჯი იქნა შერჩეული. რა მიზნით გაკეთდა ეს გაურკვეველია, მაგრამ შედეგად მიღებული იქნა უხეში და არასწორი გათვლა. ინტერნეტის უკრაინულ სეგმენტში ზელენსკის ლექს ფრიდმანთან ინტერვიუზე რეაქცია ზოგადად უარყოფითია: ნამდვილად იგრძნობა უკიდურესი გადაღლა, განსაკუთრებით მკაცრი მობილიზაციისა და მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე...“- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე: ოპოზიციამ შეიძინა არასახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ხელისუფლების მიმართ ოპონირების რეჟიმის ნაცვლად პოლიტიკური პარტიები, ყველა საშუალებით, იბრძვიან სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, რათა ამ გზით მოიპოვონ ძალაუფლება
დავით ჩიხელიძე: კოლექტიური დასავლეთი განსაკუთრებული მონდომებით ებრძვის საქართველოს და მის ხელისუფლებას, რომელმაც გაბედა და სახელმწიფო ინტერესები, დასავლეთის ინტერესებზე მაღლა დააყენა
შალვა პაპუაშვილი: უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომლებზე ფიქრიც ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს
ედიშერ გვენეტაძე: სანამ მთელ მსოფლიოში „დიფ სთეითს“ დაარქმევდნენ მსოფლიოს უბნელეს ძალებს, კარგა ხნით ადრე დაარქვა ამ უბოროტეს ძალას „გლობალური ომის პარტია“ „ქართულმა ოცნებამ“
არესტოვიჩი უკრაინაზე: ჯერ კონსტიტუციაში ნატო ჩააწერინეს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნატოს ის არ უნდა
არქივი