„ესოშიეთიდ პრესი“ - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის თავის ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებას 9 იანვარს პირებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 08 იანვარი 2025, 01:13

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის თავის ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებას 9 იანვარს პირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.


აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დღეს გამოცხადდება, რომელიც ცნობილია როგორც „რამშტაინის“ ფორმატი.


გამოცემას წყაროებმა არ დაუსახელეს პაკეტის ზუსტი ღირებულება, მაგრამ განაცხადეს, რომ „ის იქნება მნიშვნელოვანი“.


ამასთან, მოსალოდნელია, რომ დახმარება სრულად არ მოიცავს იმ ოთხ მილიარდ დოლარს, რაც თეთრ სახლს დარჩა კონგრესის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული დაფინანსების ფარგლებში.


წყაროებმა დასძინეს, რომ სავარაუდოდ, დარჩება „ორ მილიარდ დოლარზე მეტი“, რომლის განკარგვას დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია შეძლებს.


ცნობისთვის, 2022 წელს ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების საერთო მოცულობა 66 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი