12
07 იანვარი 2025, 22:56
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უცხოური ჩარევა პოლონეთის არჩევნებში უკანონოა.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა ილონ მასკს, გავლენა მოახდინოს პოლონეთის არჩევნების შედეგზე, რადოსლავ სიკორსკიმ უპასუხა, რომ ეს კითხვა მასკს უნდა დაუსვან.
„როგორც ჩანს, ის უკვე ცდილობს ამის გაკეთებას [პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას] დიდ ბრიტანეთში. პოლონეთში კი უცხოეთიდან არჩევნებზე ზემოქმედება უკანონოა. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ჩვენი დემოკრატიული პროცესის დასაცავად, რათა პოლონელებმა და არა უცხოელებმა აირჩიონ ჩვენი პრეზიდენტი“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |