შალვა პაპუაშვილი - ჩვენს თანამემამულეებს ახლა უკვე ნათლად ესმით, რასაც ყოველთვის ვამბობდით, რომ არც სააკაშვილი და არც ზურაბიშვილი არ ყოფილან საქართველოს სამსახურში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 07 იანვარი 2025, 21:42

ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მაკკეინის ინსტიტუტში, აშშ-ში სტიპენდია შესთავაზეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი წერს, რომ თითქმის 12 წლის წინ, მსგავსი ჟესტი იყო სხვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც ტაფტსის უნივერსიტეტში.

„ორივემ სიამოვნებით მიიღო შეთავაზება. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საქართველოს ერთგულება დაიფიცეს, სააკაშვილი შემდგომში უკრაინის მოქალაქე გახდა და ზურაბიშვილიც, სავარაუდოდ, მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდება.

ჩვენს თანამემამულეებს ახლა უკვე ნათლად ესმით, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არც ერთი მათგანი არ ყოფილა საქართველოს სამსახურში და ორივე დაუბრუნდა იმ ორგანიზაციებს, რომელიც მათ ასაქმებდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო
ზაალ ანჯაფარიძე: EPP-ის რეზოლუცია და გაკეთებული ქართველოფობიური განცხადებები კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ „Deep State“ ელემენტებით გაჯერებული ევრობიუროკრატიის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული ომი გრძელდება
ამირან სალუქვაძე: ხაზარაძეს უზარმაზარი ბაზრობა დაეწვა, რომელიც სააკაშვილმა ნახევარი საუკუნით გადასცა, ასობით ადამიანი დაზარალდა, ეს და ელისაშვილი ტყე-ტყე დასეირნობენ. დაზარალებულების პრობლემებზე მერია და მთავრობა მუშაობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - ელჩებთან შეხვედრაზე გვკითხეს, ახალი არჩევნები რომ დანიშნოს „ოცნებამ“, უკეთეს ფორმაში თუ ხართო, გაფართოებაზე მიმართული ნებისმიერი პროცესი ოპოზიციას ამყოფებს უკეთეს ფორმაში
დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო - ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ
არქივი