აშშ-მა უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანი, ანტალ როგანი სასანქციო სიაში შეიყვანა კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით.
„როგორც სახელმწიფო მოხელე, მათ შორის ორბანის კაბინეტის პასუხისმგებელი მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, როგანმა, გავრცელებული ინფორმაციით, შეამუშავა სქემები უნგრეთის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების გასაკონტროლებლად“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„მინისტრმა როგანმა ცენტრალური როლი შეასრულა უნგრეთში ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელსაც სარგებელი მოჰქონდა მისთვის და მისი პარტიისთვის უნგრელი ხალხის ხარჯზე. როგანის საქმიანობა წარმოადგენს უნგრეთში დაუსჯელობის ფართო კლიმატის სიმბოლოს, სადაც სახელმწიფოს ძირითადი ელემენტები დატყვევებულია ოლიგარქებისა და არადემოკრატიული აქტორების მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |