მაკა ბოჭორიშვილი მაკრონის განცხადებაზე: საქართველოში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები და ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ რაოდენობის ბიულეტენს, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 07 იანვარი 2025, 21:07

საქართველოში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები და ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ რაოდენობის ბიულეტენს, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა, - ასე უპასუხა „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინფორმაციების საფუძველზე იქმნება არასწორი აღქმები.

„საქართველოში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები და ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ რაოდენობის ბიულეტენს, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. ესეც ალბათ მან უნდა იცოდეს. თუ არ იცის, ეს ალბათ საფრანგეთის ელჩს უნდა ვკითხოთ რამდენად სწორად ახდენს ინფორმირებას საკუთარი ხელისუფლების საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინფორმაციების საფუძველზე იქმნება არასწორი აღქმები“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი იყო ჩარეული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა
ბაიდენი აცხადებს, რომ მას შეეძლო ტრამპის დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში
საქართველოს მთავრობამ, საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
ლევან მაჭავარიანი აშშ-ის მიერ უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსნის დასანქცირებაზე: ეს არის კუდის მოქნევა და ეს არის მცდელობა, რომ ბატონ ტრამპს დაუტოვონ მძიმე მემკვიდრეობა, რასაც იგი გაუმკლავდება, რა თქმა უნდა
ვლადიმერ ბოჟაძე: დარჩენილ დღეებს ბაიდენის ადმინისტრაცია მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ დააზიანოს ქართულ-ამერიკული, იგივე ქართულ-უნგრული ურთიერთობები. იმიტომ ვუყურებთ 20 იანვარს იმედით
არქივი