გია აბაშიძე: „Trump effect“-ის სიურპრიზი - ფსევდოლიბერალი ცუკერბერგი აუქმებს „fact-checking“-ს. Meta აცხადებს, რომ მოხსნის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვებს Facebook-ზე, Instagram-ზე და Meta-ს პლატფორმებზე თავისუფლების გამოხატვის აღსადგენად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 07 იანვარი 2025, 17:28

გილოცავთ! 'Trump effect'-ის მორიგი სასიამოვნო სიურპრიზი - ფსევდოლიბერალი მარკ ცუკერბერგი აუქმებს Facebook-ის ავადხსენებული 'fact-checking-ის ("ფაქტების გადამოწმების") პროგრამას. მმართველი კომპანია Meta აცხადებს, რომ მოხსნის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვებს Facebook-ზე, Instagram-ზე და Meta-ს პლატფორმებზე თავისუფლების გამოხატვის აღსადგენად, თან აღიარებს, რომ მისი ამჟამინდელი შინაარსის მოდერაციის პრაქტიკა ძალიან შორს წავიდა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებაში ლომის წილი მიუძღვის ილონ მასკის სუპერპოპულარულ პლატფორმა X/Tweet-ს, რომელმაც "თავში ჩაარტყა" საკუთარი თავისუფლებით ავტორიტარულ Facebook-ს. მისივე თქმით, ზემოთ ხსენებულით ქართულ რეალობაში უსამსახუროდ რჩებიან "ნაცების" უსინდისო პაიკები თამარ კინწურაშვილები, სერგი კაპანაძეები, ეთერ ბუზიაშვილები და სხვა მსგავსი ნაცპარაზიტები.

„გილოცავთ! 'Trump effect'-ის მორიგი სასიამოვნო სიურპრიზი - ფსევდოლიბერალი მარკ ცუკერბერგი აუქმებს Facebook-ის ავადხსენებული 'fact-checking-ის ("ფაქტების გადამოწმების") პროგრამას. მმართველი კომპანია Meta აცხადებს, რომ მოხსნის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვებს Facebook-ზე, Instagram-ზე და Meta-ს პლატფორმებზე თავისუფლების გამოხატვის აღსადგენად, თან აღიარებს, რომ მისი ამჟამინდელი შინაარსის მოდერაციის პრაქტიკა ძალიან შორს წავიდა.
ქართულ რეალობაში უსამსახუროდ რჩებიან "ნაცების" უსინდისო პაიკები თამარ კინწურაშვილები, სერგი კაპანაძეები, ეთერ ბუზიაშვილები და სხვა მსგავსი ნაცპარაზიტები. Who cares?
რასაკვირველია, 'ტრამპის ეფექტის', რესპუბლიკელი კონგრესმენების ზეწოლისა და გლობალური მასობრივი პრეტენზიების გარდა, ამ გადაწყვეტილებაში ლომის წილი მიუძღვის ილონ მასკის სუპერპოპულარულ პლატფორმა X/Tweet-ს, რომელმაც "თავში ჩაარტყა" საკუთარი თავისუფლებით ავტორიტარულ Facebook-ს.
Meta-ს მესამე მხარის ფაქტების შემოწმების პროგრამა ამოქმედდა 2016 წლის აშშ-ის არჩევნების შემდეგ და გამოიყენებოდა მის პლატფორმებზე „შინაარსისა“ და დეზინფორმაციის სამართავად, ძირითადად პოლიტიკური ზეწოლის გამო, განაცხადეს კომპანიის აღმასრულებლებმა და აღიარეს, რომ სისტემა შორს წავიდა.
Meta-მ ასევე განაცხადა, რომ გეგმავს უფრო პერსონალიზებულ მიდგომას პოლიტიკურ კონტენტთან მიმართებაში, რათა მომხმარებლებმა, რომლებსაც სურთ მსგავსი ტიპის მეტი პოსტების ნახვა, შეეძლოთ ამის გაკეთება. აღინიშნა, რომ კომპანია კვლავ გაამახვილებს ძალისხმევის აღსრულებას უკანონო და მაღალი სიმძიმის დარღვევებზე“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე: ოპოზიციამ შეიძინა არასახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ხელისუფლების მიმართ ოპონირების რეჟიმის ნაცვლად პოლიტიკური პარტიები, ყველა საშუალებით, იბრძვიან სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, რათა ამ გზით მოიპოვონ ძალაუფლება
დავით ჩიხელიძე: კოლექტიური დასავლეთი განსაკუთრებული მონდომებით ებრძვის საქართველოს და მის ხელისუფლებას, რომელმაც გაბედა და სახელმწიფო ინტერესები, დასავლეთის ინტერესებზე მაღლა დააყენა
დავით ქართველიშვილი: უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის დაგეგმილი ვიზიტი კიევში აღარ შესრულდება, ყველაფერი გააფუჭა ზელენსკის ინტერვიუმ ლექს ფრიდმანთან
შალვა პაპუაშვილი: უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომლებზე ფიქრიც ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს
ედიშერ გვენეტაძე: სანამ მთელ მსოფლიოში „დიფ სთეითს“ დაარქმევდნენ მსოფლიოს უბნელეს ძალებს, კარგა ხნით ადრე დაარქვა ამ უბოროტეს ძალას „გლობალური ომის პარტია“ „ქართულმა ოცნებამ“
არქივი