შალვა პაპუაშვილი - იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს მაკრონის გადადგომას და 50%-ს სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 07 იანვარი 2025, 12:02
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთში ახალი არჩევნების ჩატარება პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა.

„საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას არ ვაპირებ, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრანგების 61% პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს მხარს, ხოლო 50% ეროვნული ასამბლეის დათხოვნა სურს. ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა“, - დაწერა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ გუშინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ გამოსვლაში თბილისში აქციის მონაწილეებსა ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
არქივი