საფრანგეთი თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა. საფრანგეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიასა და აშშ-ში მანქანა ხალხში შევარდა.
მინისტრის თქმით, ეს აჩვენებს საფრთხის სერიოზულობას.
„ჩვენს ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონის გათვალისწინებით, გთხოვთ, შეინარჩუნოთ მაქსიმალური სიფხიზლე და გააძლიეროთ უსაფრთხოების ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით ძირითადი სადღესასწაულო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროს“, – განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე მოუწოდა შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საგზაო მოძრაობის დაგეგმვასა და ევაკუაციას, ასევე საიმედო დაცვის სისტემების უზრუნველყოფას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხალხის მასაში ავტომობილების შევარდნა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |