სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ბ-ნ ვიტალი ჭოლარიას და ქ-ნ ქრისტინე სორდიას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს:
დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.
ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ, ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია.
აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |