ავსტრიის კანცლერი თანამდებობას ტოვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 05 იანვარი 2025, 11:57

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში როგორც კანცლერის თანამდებობას, ისე პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს.

BBC-ის ინფორმაციით, კარლ ნეჰამერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. ავსტრიის კანცლერის თქმით, მისი პარტია - კონსერვატიული „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ მთავარ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

სექტემბერში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ ავსტრიის არჩევნებში უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სხვა პარტიებმა პარტიის ლიდერთან, ჰერბერტ კიკლთან კოალიციის შექმნა გამორიცხეს. კერძოდ, „თავისუფლების პარტიამ“ სექტემბრის არჩევნებში ხმების თითქმის 29% მოიპოვა, „სახალხო პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 26,3%-ით, ხოლო „სოციალ-დემოკრატები“ - მესამეზე, ხმების 21%-ით.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მოლაპარაკებების ჩაშლამ შეიძლება გამოიწვიოს კონსერვატორების მოლაპარაკება ულტრამემარჯვენეებთან, ან ახალი არჩევნების ჩატარება.

BBC-ი წერს, რომ რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი „თავისუფლების პარტია“, სავარაუდოდ, მიესალმება ახალ არჩევნებს, რადგან გამოკითხვები აჩვენებს, რომ მისი პოპულარობა სექტემბრის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ალილოს“ მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება
კახა კალაძე: ქრისტე იშვა, გილოცავთ! უფალი იშვა და მასთან ერთად იშვა იმედი სიკეთის გამარჯვების, რწმენის უძლეველობის, სინათლის მარადიულობის
ირაკლი კობახიძე: გილოცავთ მაცხოვრის შობას, ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენ თვალწინ ახალი, დამოუკიდებელი, სუვერენული, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, ღირსეული საქართველო იბადება
არქივი