პოლიციამ იმერეთში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 05 იანვარი 2025, 11:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოსა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ო.მ., 2006 წელს დაბადებული რ.ა. და 2006 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ო.მ. რ.ა. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“, - წერია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ალილოს“ მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება
კახა კალაძე: ქრისტე იშვა, გილოცავთ! უფალი იშვა და მასთან ერთად იშვა იმედი სიკეთის გამარჯვების, რწმენის უძლეველობის, სინათლის მარადიულობის
ირაკლი კობახიძე: გილოცავთ მაცხოვრის შობას, ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენ თვალწინ ახალი, დამოუკიდებელი, სუვერენული, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, ღირსეული საქართველო იბადება
არქივი