საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 04 იანვარი 2025, 22:09

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ.

ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის საეთერო დროის დათმობას ითხოვენ.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მსახიობები, მომღერლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც ხელახალ არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების თავისუფლებას მოითხოვენ.

ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენ თვალწინ ახალი, დამოუკიდებელი, სუვერენული, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, ღირსეული საქართველო იბადება
საფრანგეთი თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
აშშ-ის კონგრესმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა
პია კაუმა მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს - გმადლობთ გაგებისა და თანამშრომლობისთვის, ვიმედოვნებ, შევძლებთ ერთად მუშაობას დემოკრატიული პრინციპებისა და პროცესების განმტკიცებისთვის
აშშ-ის შვიდ შტატში ამინდის გაუარესების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
არქივი