16
04 იანვარი 2025, 18:55
აბსურდია, რომ ჯო ბაიდენი სოროსს თავისუფლების მედლით აჯილდოებს - წერს კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე და იმ ინტერვიუს აზიარებს, სადაც ის ჯორჯს სოროსს აკრიტიკებს.
აღნიშნულ ინტერვიუში, რომელიც ილონ მასკმა ცნობილ ამერიკელ პოდკასტერ ჯო როგანს მისცა, ჯორჯ სოროსის შესახებ განაცხადა, რომ "ის დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ცივილიზაციის საფუძვლებს ძირს უთხრის".
"იცით რომ, ის ირჩევს საოლქო პროკურორებს, რომლებიც უარს აცხადებენ გამოავლინონ დამნაშავეები. ჯორჯ სოროსს ფუნდამენტურად სძულს კაცობრიობა, ეს ჩემი აზრია", - განაცხადა აღნიშნულ ინტერვიუში ილონ მასკმა.
ინტერვიუს ამ მონაკვეთს აქვეყნებს სოციალურ პლატფორმა X-ზე არსებული ერთ-ერთი მასშტაბური შოუს წამყვანი მარიო ნოუფალი შემდეგი სათაურით: "ილონი: ჯორჯ სოროსს ფუნდამენტურად სძულს კაცობრიობა".
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |