გურამ მაჭარაშვილი - პოდოლიაკს საქართველოზე ლაპარაკის ნაცვლად ურჩევნია, თავის პრეზიდენტს მიმართოს, რომელმაც პოზიცია შეიცვალა და ტრამპს ეხვეწება, როგორმე უკრაინაში ომი დაასრულოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 03 იანვარი 2025, 18:50

პოდოლიაკს, საქართველოზე ლაპარაკის ნაცვლად, ურჩევნია, თავის პრეზიდენტს მიმართოს, რომელმაც პოზიცია შეიცვალა და ტრამპს ეხვეწება, როგორმე უკრაინაში ომი დაასრულოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს“.

მაჭარაშვილის თქმით, პოდოლიაკის განცხადებები ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ განწყობებს ბადებს.

„პარტია „ხალხის ძალა“ ბოლო სამი წლის განმავლობაში განცხადებებში არაერთხელ აღნიშნავდა, რომ უკრაინის ხელისუფლება, სამწუხაროდ, თამაშობდა უცხოური ძალის თამაშს. ის სამწუხარო მოცემულობა, რაც უკრაინის სახელმწიფომ მიიღო, სწორედ ამ შედეგის მომტანია. პოდოლიაკიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და არის ამ უცხოური ძალის წარმომადგენლობაში, რომელსაც ალაპარაკებენ, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით. არამხოლოდ საქართველოსთვის, უკრაინისთვის არავინ არ არის პოდოლიაკი და საქართველოში მას არავითარი რეიტინგი არ აქვს, პირიქით, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ განწყობებს ბადებს. ის თავიდან ბოლომდე გაშიფრულ გეგმაზე იმავეს იმეორებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არის აუცილებლად გასახსნელი. ეს გეგმა გაშიფრულია, გაშიფრა შეერთებული შტატების საზოგადოებამ. იგივე ხდებოდა და ხდება უკრაინაში და ომის დამთავრება ამერიკის საზოგადოებამ დონალდ ტრამპის არჩევით გადაწყვიტა, რომელმაც თქვა, რომ ომი უკრაინაში უნდა დამთავრდეს.

პოდოლიაკს ვკითხოთ, რატომ შეცვალა მისმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ პოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ არ დაელაპარაკებოდა არავის ომის დამთავრებაზე, ვიდრე არ გაათავისუფლებდა უკრაინის ტერიტორიას. დღეს კი ტრამპს ეხვეწება, როგორმე უკრაინაში ომი დაასრულოს. პოდოლიაკმა ამას მიხედოს და თავის ქვეყანას მიხედოს, რომელიც ჩააგდეს ასეთ სამწუხარო მდგომარეობაში. რისთვისაც უკრაინაში ომი დაიწყო, იმას ნატო-ში გაწევრიანებაზე უარს ეუბნება, სამაგიეროდ, სამწუხარო მოცემულობა მიიღეს უკრაინაში. პოდოლიაკს, საქართველოზე ლაპარაკის ნაცვლად, ურჩევნია, თავის ხელისუფლებას და პრეზიდენტს მიმართოს, რომელმაც პოზიცია შეიცვალა და აღარ ლაპარაკობს ტერიტორიების აღდგენაზე, არამედ იმედი აქვს ტრამპის, რომ ომი დაასრულოს უკრაინაში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი