45
03 იანვარი 2025, 17:32
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. პოდოლიაკმა ეს განცხადება ლიეტუვურ ტელეარხთან Delfi-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
ის ასევე აცხადებს, რომ საქართველოში შიშით უყურებენ იმას, რაც უკრაინაში ხდება. პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ქვეცნობიერად ეშინია რუსეთის გამარჯვების, რადგან თუ ის უკრაინაში არ დამარცხდება, ომს უკვე საქართველოში დაიწყებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |