FBI-ში განაცხადეს, რომ ახალ ორლეანში თავდამსხმელი 100%-ით შთაგონებული იყო „ისლამური სახელმწიფოთი“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 03 იანვარი 2025, 09:32

გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) განაცხადეს, რომ ახალ ორლეანში თავდამსხმელი, 42 წლის შამსუდ-დინ ჯაბარი 100%-ით შთაგონებული იყო „ისლამური სახელმწიფოთი“. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

„რაც ახლა შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ის 100%-ით იყო შთაგონებული „ისლამური სახელმწიფოთი“. ასე რომ, ჩვენ ახლა ვიკვლევთ ინფორმაციას, მათ შორის სოციალურ მედიაში. ვმუშაობთ ჩვენს ზოგიერთ სხვა პარტნიორთან, რათა გავარკვიოთ ცოტა მეტი ამ კავშირის შესახებ“, - განაცხადა ბიუროს კონტრტერორისტული სამმართველოს წარმომადგენელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი